Monday, December 19, 2011

სამოქალაქო განათლების კლუბი

2011 წლის თებერვლის თვიდან თერჯოლის N1 საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა სამოქალაქო განათლების კლუბი. კლუბის ინიციატივით მრავალი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა.

Sunday, December 18, 2011

სასარგებლო ბმული
გაკვეთილის გეგმა

1)გაკვეთილის თემა:  დავით აღმაშენებლის ეპოქა
ძირითადი თემატური ელემენტები
ü  დავითის უფლისწულობა და გამეფება
ü  სახელისუფლებო რეფორმა
ü  საეკლესიო რეფორმა
ü  ეკონომიკური რეფორმა
ü  სამხედრო რეფორმა
ü  სამხედრო კამპანია
ü  აღმშენებლობა
ü  ტიტულატურა

სწავლების საფეხური და კლასი     :II  საფეხური     IX კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 31
2)გაკვეთილის მიზანი:მოსწავლეები გაეცნობიან დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას,რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული საქართველოს გადაქცევა წინა აზიის ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ.
პრობლემის გააზრები, წყაროებზე  და რუკაზე მუშაობის, ინფორმაციის მოპოვებისა და ორგანიზების, ისტორიული ეპოქის განცდის უნარ-ჩვევის გამომუშავება.
მიმართულება:პოლიტიკა
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მისაღწევი შედეგები და ინდიკატორი:მოსწავლე აანალიზებს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენას ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.
. ისტ-3  იყენებს ისტ-ის საშუალებებსა და გლობალურ ქსელში არსებულ ინფორმაციას ზოგადი უნარების დასახვეწად და ძირითად სასწავლო დისციპლინებში საკუთარი მიღწევების გასაუმჯობესებლად.
 3)აქტივობა და დრო
I-აქტივობა  გონებრივი იერიში 10წთ
1.როდის და რამდენი წლის გამეფდა დავით აღმაშენებელი?
2.როგორი იყო ქვეყნის საშინაო მდგომარეობა დავითის გამეფებისას?
3.რა ღონისძიებები გაატარა დავითმა მეფის ხელისუფლების განმტკიცებისათვის?
4იმსჯელეთ დავითის მიერ გატარებულ საეკლესიო რეფორმაზე
5.იმსჯელეთ დავითის მიერ გატარებულ სამხედრო რეფორმაზე
6. რა სამხედრო კამპანია აწარმოა დავით აღმაშენებელმა?
II აქტივობა  ფილმის  ჩვენება -მთავარსარდალი. დავით აღმაშენებელი. IV ნაწილი(დიდგორის ბრძოლის შესახებ) 10წთ
III-აქტივობა სახელმძღვანელოში არსებული წყაროებზე მუშაობა დიდგორის ბრძოლის შესახებ. 7წთ
IV-აქტივობა მინი ლექცია 10წთ(დავით აღმაშენებლის აღმშენებლობითი საქმიანობის, ტიტულატურის, გარდაცვალების, ზედწოდება ,,აღმაშენებლის“ შესახებ).
პარალელულად მიმდინარეობს სლაიდების ჩვენება
V-აქტივობა კონტურულ რუკაზე  და დროის ხაზზე მუშაობა    5წთ
1.დაიტანეთ კონტურულ რუკაზე საქართველოს საზღვრები დავით აღმაშენებლის დროს. 2.დაიტანე დროის ხაზზე სამეფოს გაფართოების ეტაპები(დავითის მიერ ქალაქების შემოერთების წლების მიხედვით.)

საშინაო დავალების მიცემა:სახელმძღვანელოში არსებული ბულიტიანი სავარჯიშოების შესრულება.
დავით აღმაშენებლის შესახებ ინფორმაციის მოძიება ვიკიპედიაში
http://ka.wikipedia.org/wiki/დავით_IV_აღმაშენებელი

4)კლასის ორგანიზება 
მთელი კლასი
წყვილებში


5)რესურსები: სახელმძღვანელო, კონტურული რუკა, პროექტორი, კომპიუტერი

6)შეფასება   3წთ
მასწავლებლის შეფასება კომენტარებით კომენტარებით და შეფასების რუბრიკებით




ვიქტორინა ნატოს შესახებ

იხილეთ ბმული

Sunday, July 17, 2011

პროექტი ტაო–კლარჯეთი ჩვენი ტკივილი და სიამაყე

1.პროექტის სახელწოდება:    ტაო კლარჯეთი, ჩვენი ტკივილი და სიამაყე

2.პროექტის მთავარი იდეა:ისტორიულ ტაო კლარჯეთში არსებული მატერიალური კულტურის ძეგლების შეწავლა და  მონახულება.



3.პროექტის აქტუალურობა:ისტორიული საქართველოს მეხუთედზე ოდნავ ნაკლები, თურქეთის შემადგენლობაშია მოქცეული. მაგრამ ,რაც ყველაზე მთავარია, ეს ტერიტორია მოფენილია ძველი ქართული კულტურის პირველხარისხოვანი ძეგლებით, რომელთა ნაწილი მსოფლიო ღირებულებისაა და საკაცობრიო კულტურის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს.(რომელიც სამწუხაროდ, დღეს სავალალო მდგომარეობაშია).  მოსწავლეები ნაკლებად არიან ინფორმირებულნი როგორც ტაო კლარჯეთის ისტორიის, ისე იქ არსებული ძეგლების შესახებ. არ არსებობს ურთიერთობა იქ არსებულ ქართველებთან, რომელთა დიდი ნაწილი განიცდის დედასამშობლოს მოწყვეტას. 


4.პროექტის მიზნები:მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან ტაო-კლარჯეთის ისტორიას, იქ არსებულ მატერიალურ კულ კულტურის ძეგლებს, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის პატრიოტად და პასუხიმგებლობის  მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებას. გამოუმუშავდება ისტორიისა და გეოგრაფიის დაუფლებისათვის საჭირო უნარები და მაღალზნეობრივი ღირებულებები.

5.მონაწილეთა ასაკი: 10-11 კლასის მოსწავლეები

6.ვადები/ხანგძლივობა :          6 თვე


7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შიძლება შეიქმნას
საინფორმაციო სტენდი, ვიდეეო და ფოტომასალა, სტატია გაზეთ თერჯოლაში.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
  
9.პროექტის მსვლელობა



1.მოსამზადებელი ფაზა_პროექტის პირველ ეტაპზე შეიქმნება 7კაციანი მუშა ჯგუფი, რომლებიც მოახდენენ ანკეტურ გამოკითხვას თავიანთ კლასებში,  სადაც დასმული იქნება კითხვები ტაო-კლარჯეთისა და იქ არსებული მატერიალური კულტურის ძეგლების შესახებ.   მოხდება ანკეტური გამოკითხვის ანალიზი.  მუშა ჯგუფი გამოავლენს აღნიშნული საკითხისადმი დაინტერესებულ პირებს. საკითხის უკეთ შესწავლისათვის მათ მიეცემათ საკონფერენციო თემები დასამუშავებლად. მოხდება ტაო-კლარჯეთის შესახებ ვიდეომასალებისა და ფოტოსურათების მოძიება.
2.განხორციელების ფაზა_ჩატარდება კონფერენციები შემდეგ თემებზე:
1)ტაო კლარჯეთის ისტორია და გეოგრაფიული მდებარეობა
1 ძვ. წ. II საუკუნემდე .2 ძვ. წ. II-I საუკუნეები .3 I-IV საუკუნეები.4 ეთნიკური შემადგენლობა ანტიკურ ხანაში 5 V საუკუნე. 6 VI-VII საუკუნეები 7 VIII საუკუნე8 ეთნიკური შემადგენლობა ადრეულ შუა საუკუნეებში9 IX-X საუკუნეები  10 XI-XVI საუკუნეები.11 XVI საუკუნე და შემდგომი პერიოდი
2)ტაო კლარჯეთში არსებული ეკლესია-მონასტრები
ხანძთა, ოპიზა, დოლისყანა, სათლე, ტბეთი. ,  ბანა, პარხალი, ოთხთა,   შატბერდი,    იშხანი,  ოშკი, ხახული.

3)ისტორიულ ტაო-კლარჯეთში არსებული ციხე ქალაქები
  ოლთისი,  კავკასიძეების ციხე, უტას ციხე, არტანუჯი, ახიზის ციხე,  თორთუმის ციხე.

 
 4) მოეწყობა ექსკურსია ხელოვნებისა და ხელნაწერთა მუზეუმში სადაც მოსწავლეები ნახავენ ხახულის კარეტას, შატბერდის კრებულს.
 5)ექსკურსია ტაო კლარჯეთში
მარშუტი: ხანძთა, ოპიზა, დოლისყანა, სათლე, ტბეთი. ქაჯთა ციხე, ოლთისი, ბანა, პარხალი, ოთხთა, კავკასიძეების ციხე, უტას ციხე, შატბერდი, არტანუჯი, ჯოჯოხეთის კანიონი, ახიზის ციხე, იშხანი, თორთუმის ციხე და ჩანჩქერი, ოშკი, ხახული.
6)საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ისტორია;მოსწავლე იკვლევს თუ რა მნიშვნელობა აქვს რელიგიას საზოგადოების ცხოვრებაში, რა დანიშნულება ქონდათ ქართულ ტაძრებს შუა საუკუნეებში.მსჯელობს საგნამანათლებლო დაწესებულების როლზე მხარის განვითარებაში

გეოგრაფია; მოსწავლე აკავშირებს არქიტექტურის მარვალფეროვნებას საქართველოს ბუნებრივ პირობებთან. ადგენს რუკას.

ხელოვნება; მოსწავლეები იკვლევენ ძველი ქართული მწერლობის ქრისტიანული ხელოვნების დარგებს,მათ შორის ხუროთმოძღვრებას,გამოიკვლევენ ძეგლის არქიტექტურას, მის წარმოშობას და ასაკს.

პროექტის ხელმძღვანელი: ზურაბი კუტალაძე
zurabikutadze@gmail.com