Monday, December 19, 2011

სამოქალაქო განათლების კლუბი

2011 წლის თებერვლის თვიდან თერჯოლის N1 საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა სამოქალაქო განათლების კლუბი. კლუბის ინიციატივით მრავალი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა.

Sunday, December 18, 2011

სასარგებლო ბმული
გაკვეთილის გეგმა

1)გაკვეთილის თემა:  დავით აღმაშენებლის ეპოქა
ძირითადი თემატური ელემენტები
ü  დავითის უფლისწულობა და გამეფება
ü  სახელისუფლებო რეფორმა
ü  საეკლესიო რეფორმა
ü  ეკონომიკური რეფორმა
ü  სამხედრო რეფორმა
ü  სამხედრო კამპანია
ü  აღმშენებლობა
ü  ტიტულატურა

სწავლების საფეხური და კლასი     :II  საფეხური     IX კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 31
2)გაკვეთილის მიზანი:მოსწავლეები გაეცნობიან დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას,რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული საქართველოს გადაქცევა წინა აზიის ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ.
პრობლემის გააზრები, წყაროებზე  და რუკაზე მუშაობის, ინფორმაციის მოპოვებისა და ორგანიზების, ისტორიული ეპოქის განცდის უნარ-ჩვევის გამომუშავება.
მიმართულება:პოლიტიკა
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მისაღწევი შედეგები და ინდიკატორი:მოსწავლე აანალიზებს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენას ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.
. ისტ-3  იყენებს ისტ-ის საშუალებებსა და გლობალურ ქსელში არსებულ ინფორმაციას ზოგადი უნარების დასახვეწად და ძირითად სასწავლო დისციპლინებში საკუთარი მიღწევების გასაუმჯობესებლად.
 3)აქტივობა და დრო
I-აქტივობა  გონებრივი იერიში 10წთ
1.როდის და რამდენი წლის გამეფდა დავით აღმაშენებელი?
2.როგორი იყო ქვეყნის საშინაო მდგომარეობა დავითის გამეფებისას?
3.რა ღონისძიებები გაატარა დავითმა მეფის ხელისუფლების განმტკიცებისათვის?
4იმსჯელეთ დავითის მიერ გატარებულ საეკლესიო რეფორმაზე
5.იმსჯელეთ დავითის მიერ გატარებულ სამხედრო რეფორმაზე
6. რა სამხედრო კამპანია აწარმოა დავით აღმაშენებელმა?
II აქტივობა  ფილმის  ჩვენება -მთავარსარდალი. დავით აღმაშენებელი. IV ნაწილი(დიდგორის ბრძოლის შესახებ) 10წთ
III-აქტივობა სახელმძღვანელოში არსებული წყაროებზე მუშაობა დიდგორის ბრძოლის შესახებ. 7წთ
IV-აქტივობა მინი ლექცია 10წთ(დავით აღმაშენებლის აღმშენებლობითი საქმიანობის, ტიტულატურის, გარდაცვალების, ზედწოდება ,,აღმაშენებლის“ შესახებ).
პარალელულად მიმდინარეობს სლაიდების ჩვენება
V-აქტივობა კონტურულ რუკაზე  და დროის ხაზზე მუშაობა    5წთ
1.დაიტანეთ კონტურულ რუკაზე საქართველოს საზღვრები დავით აღმაშენებლის დროს. 2.დაიტანე დროის ხაზზე სამეფოს გაფართოების ეტაპები(დავითის მიერ ქალაქების შემოერთების წლების მიხედვით.)

საშინაო დავალების მიცემა:სახელმძღვანელოში არსებული ბულიტიანი სავარჯიშოების შესრულება.
დავით აღმაშენებლის შესახებ ინფორმაციის მოძიება ვიკიპედიაში
http://ka.wikipedia.org/wiki/დავით_IV_აღმაშენებელი

4)კლასის ორგანიზება 
მთელი კლასი
წყვილებში


5)რესურსები: სახელმძღვანელო, კონტურული რუკა, პროექტორი, კომპიუტერი

6)შეფასება   3წთ
მასწავლებლის შეფასება კომენტარებით კომენტარებით და შეფასების რუბრიკებით




ვიქტორინა ნატოს შესახებ

იხილეთ ბმული